ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაკეტილია
ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად დაკეტილია. თეირანის მტკიცებით, სრუტეს ირანი აკონტროლებს და ტანკერების მიმოსვლა შეჩერებულია. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ნეგატიურად აისახა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. რყევებია აზიის საფონდო ბირჟებზე, ნავთობსა და გაზზე ფასის ზრდამ მნიშვნელოვანი საფონდო ინდექსების ვარდნა და აქციების ფასის დაცემა გამოიწვია. ანალიტიკოსების პროგნოზით, ენერგო მატარებლების გაძვირება გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს.
