საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სომეხ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ რეგიონული სტაბილურობა, უსაფრთხოება და მდგრადი განვითარება საერთო ინტერესია. მაკა ბოჭორიშვილმა, კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზადყოფნა, აქტიური წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
