ბრიფინგამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
ბრიფინგამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა. გაიმართა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა. ხელი მოეწერა ოქმსაც. ირაკლი კობახიძემ და ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე სხვადასხვა სექტორში პარტნიორობის გაღრმავების პოზიტიურ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ილაპარაკა სომხეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მზარდ თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნიკოლ ფაშინიანმა და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების დადებით დინამიკაზე ილაპარაკა.
