დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში ერთი ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში ერთი ადამიანი დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია ორ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
