სამხრეთის გაზის დერეფანი
2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი უნდა გახდეს. მთავრობის ამოცანა ეკონომიკის მინისტრმა, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე დაასახელა. მარიამ ქვრივიშვილმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ილაპარაკა, განსაკუთრებულად გამოყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგიის დერეფნის მნიშვნელობა. მინისტრს აზერბაიჯანში ორმხრივი შეხვედრებიც ჰქონდა.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
