„პოლიტიკო“ ფონ დერ ლაიენსა და კაია კალას შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს
„პოლიტიკო“ ფონ დერ ლაიენსა და კაია კალას შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა. გამოცემის ცნობით, ირანის კრიზისზე ევროკომისიის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. ორი მაღალჩინოსნის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა. დავის საგანი კი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ევროკავშირში ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების კოორდინირებაა.
