დონალდ ტრამპის თქმით, მისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ გერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო
დონალდ ტრამპის თქმით, მისთვის ძალიან სამწუხაროა, რომ გერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ისეთი აღარ არის, როგორიც ადრე იყო. შეშფოთება ამერიკის პრეზიდენტმა ბრიტანულ მედიას გაუზიარა. მისი თქმით, ის არ ელოდა, რომ ირანის საკითხზე საფრანგეთმა ამერიკას უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა, ვიდრე დიდმა ბრიტანეთმა. ტრამპი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრითაა უკმაყოფილო, რომელმაც ამერიკელ სამხედროებს ირანზე თავდასხმისას ბრიტანული ავიაბაზების გამოყენების უფლება დაგვიანებით მისცა.
