ისრაელის საჰაერო ძალებმა, თეირანის ცენტრზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
ისრაელის საჰაერო ძალებმა, თეირანის ცენტრზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. ცაჰალის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ირანის საპრეზიდენტო ოფისსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს შენობაზე. ისრაელის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იერიშები ასევე მიიტანეს ირანის სამხედრო ოფიცრების საწვრთნელ ინსტიტუტსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე. ისრაელის ცნობით, დარტყმები თეირანის სიღრმეში განხორციელდა და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ირანის სარდლობისა და მართვის სისტემების ფუნქციონირებას.
