ალიანსად წარმოჩენილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
ოპოზიციის მიერ ალიანსად წარმოჩენილი ერთობა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრებისგან შედგება. მათი უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ალიანსში არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციების ყოფილი წარმომადგენლებიც.
