უმძიმესი პროვოკაცია და საკუთარი ქვეყნის და ხალხის გაწირვა
უმძიმესი პროვოკაცია და საკუთარი ქვეყნის და ხალხის გაწირვა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ, ომისკენ მოწოდების განცხადებებს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ადამიანების ხელით ცდილობდნენ გარე ძალები საქართველოს ომში ჩართვას. პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ზურაბ ჯაფარიძის და ეკა გიგაურის 2022 წელს გაკეთებული განცხადებები გამოაქვეყნა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ 2022 წელს საქართველო ომს გადაურჩა.
