სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთში დაეშვება. ნიკოლ ფაშინიანი საქართველოში სამუშაო ვიზიტით დელეგაციასთან ერთად ჩამოდის. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
