ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტის გამოსვლით გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში. სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სამხრეთის გაზის დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია.
