"ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო
"ლიბერთი ბანკის" სათაო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო. სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ლიბერთი ბანკის“ შენობის ერთ-ერთ სართულზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სავარაუდოდ შედუღების აპარატიდან წარმოქმნილმა ცეცხლის ნაპერწკლებმა გამოიწვია აალება, რაც სხვა სართულებზეც გავრცელდა. სამართალდამცველები სხვადასხვა მიმართულებით ატარებენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს. მუშაობენ ხანძრის გამომწვევ ყველა შესაძლო ვერსიაზე.
