ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადება
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბირთვული იარაღის შექმნის კუთხით ირანის მისწრაფება ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს არამხოლოდ ისრაელის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვისაც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე განმარტა, რომ თუკი ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ არ იმოქმედებდნენ, თეირანიდან მომავალი საფრთხის აღმოფხვრის შესაძლებლობას დაკარგავდნენ. ისრაელის პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ ამჟამად გადადგმული ნაბიჯები არამხოლოდ სამხედრო , არამედ რეგიონში ხანგრძლივ მშვიდობას ემსახურება.
