აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დააკავეს
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულს, დროებით საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური. ნივთმტკიცებად ამოღებულია 11 ძირი მცენარე კანაფი. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
