შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
