საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ეწვევა. ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად თბილისში დღეს ჩამოდის. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
