უკანონო ტყითსარგებლობა
სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოვლინდა საჩხერეში. სამართალდამრღვევმა 4 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის მერქანი უკანონოდ მოიპოვა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ მელაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
