ქრთამისთვის დაკავებული სამი ადამიანი
დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტი - დაპატიმრებულია სამი ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, საჯარო მოხელემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 ათასი ლარი. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სიუჟეტის ავტორი: გივი კუჭავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
