გვარამია გახარიას იცავს
“თუ გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენების გამო დაიჭერენ, ის პოლიტ-პატიმარი იქნება”. ეს ნიკა გვარამიას პოზიციაა ახლა. თუმცა არქივი მისი და მისი თანაგუნდელების, თუ მოკავშირეების საპირისპირო განცხადებებს მრავლად ინახავს. რაც შეეხება 20-ც ივნისს და გახარიას როლს - აქცია რომ ძალადობრივი იყო და სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა ლეგიტიმური, ამას სტრასბურგი ამბობს, თუმცა ადამიანის უფლებათა სასამართლო ასევე განმარტავს, რომ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე ის არის პასუხისმგებელი, ვინც პოლიციელებს ბრძანებას აძლევდა. შინაგან საქმეთა მინისტრი კი მაშინ სწორედ გახარია იყო.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
