საბრძოლო მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში
ბაჰრეინი, ერაყი, იორდანია, ქუვეითი, ომანი, კატარი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს ირანის საპასუხო დარტყმებია, ერთ-ერთი ბოლო სამიზნე იყო კატარსა და საუდის არაბეთში მდებარე ბუნებრივი აირის მთავარი სადგურები. საომარი მოქმედებების არეალი გაფართოვდა ლიბანის მიმართულებით, ცოტა ხნის წინა ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვაშინგტონი „მთავარ ტალღაზე“ ჯერ არ გადასულა და ყველაფერი წინ არის. ნატო არ აპირებს ირანის წინააღმდეგ მოქმედებებს შეუერთდეს, ამავე პოზიციაზეა ბრიტანეთი. რის გამოც ტრამპმა კირ სტარმერით იმედგაცრუება არ დამალა. ესპანეთმა კი ამერიკას მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
