განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ხუთ ადამიანს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა - შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ხუთ ადამიანს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებას და ფსიქოტროპული ნივთიერებას - „მეთადონს“, „მორფინს“, „კოდეინს“, „თებაინს“, ,,გამომშრალ მარიხუანას“ და ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს. ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განაცხადა.
