ოპოზიციის დაანონსებულ ერთობას ფარსს უწოდებს მმართველი გუნდი
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ეს ერთობაც ფორმალური იქნება, რადგან ოპოზიციას მხოლოდ გარე ძალების დახმარების იმედი აქვს და არა ქართველი ხალხის მხარდაჭერის. ამ ერთობას, როგორც ცნობილია, ოფიციალურად არ უერთდებიან „ლელო“ და გახარიას პარტია.
