ახლო აღმოსავლეთში ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა
ახლო აღმოსავლეთში ვითარებას შემაშფოთებელი უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დასავლელმა ლიდერებმა ვითარების დეესკალაციისა და კონფლიქტის არეალის გაფართოების შესაჩერებლად მეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეგიონში მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა. ამასთან, ფონ დერ ლაიენმა ირანელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მათ საკუთარი მომავლის განსზღვრის უფლება უნდა ჰქონდეთ.
