საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ირანზე თავდასხმა მოკავშირეებთან უნდა შეეთანხმებინა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ირანზე თავდასხმა მოკავშირეებთან უნდა შეეთანხმებინა. ამასთან, ჟან ნოელ ბარო ამბობს, რომ საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოზე უნდა განხილულიყო, რაც ძალის გამოყენებას საჭირო ლეგიტიმაციას მისცემდა. საფრანგეთი მზად არის სპარსეთის ყურის ქვეყნების თავდაცვის უზრუნველყოფაში მონაწილეობა მიიღოს და დაიცვას ისინი, ვინც ირანის საჰაერო შეტევების სამიზნეა.
