ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრით ძალიან იმედგაცრუებულია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრით ძალიან იმედგაცრუებულია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გამოცემა ტელეგრაფს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, პრემიერ მინისტრ კირ სტარმერს, მეტისმეტად დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ირანის წინააღმდეგ იერიშების მისატანად ამერიკისთვის ჩაგოსის კუნძულებზე მდებარე საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება მიეცა. დონალდ ტრამპის თქმით, სტარმერი მას ამ შესაძლებლობას უბლოკავდა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უპრეცედენტო ფაქტია.
