ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო იერიშების გამო, მსოფლიო, კოვიდ პანდემიის შემდეგ, ყველაზე მწვავე სატრანსპორტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო იერიშების გამო, მსოფლიო, კოვიდ პანდემიის შემდეგ, ყველაზე მწვავე სატრანსპორტო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ასობით გაუქმებული საჰაერო რეისის გამო, ასობით ათასი მგზავრი სხვადასხვა აეროპორტშია ჩარჩენილი. დუბაის აეროპორტი მესამე დღეა დახურულია; საამიროების, ეთიჰადის და კატარის ავიახაზებმა კოლექტიურად ასობით ავიარეისი გააუქმეს. დღეს დილიდან, ჯამში, 1239 რეისია გაუქმებული. საჰაერო მიმოსვლის შეფერხებამ და საერთაშორისო რეისების გაუქმებამ გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონზე.
