„ქალი გაზაფხულის ექსპრესია“
„ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ - აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა გაიხსნა, რომელიც აჭარისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ მხატვრებს აერთიანებს. წარმოდგენილია 9 მხატვრის 60-ზე მეტი ნამუშევარი. გაიმართება მასტერკლასები, ხოლო 2026-2028 წლებში პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს.
