ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს
ეკლესია დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. თარიღის აღნიშვნა მეცხრე საუკუნეში საეკლესიო კრებაზე დაადგინეს, როდესაც ხატთა თაყვანისცემის შესახებ მართლმადიდებლური სწავლება დაამტკიცეს და ის სასულიერო პირები განკვეთეს, რომლებიც სიწმიდეების თაყვანისცემას უარყოფდნენ. მართლმადიდებლობის ზეიმზე, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირას აღინიშნება, წირვა სამების ტაძარში, საპატრიარქო ტატის მოსაყდრემ აღავლინა. სწორედ მართლმადიდებლობის ზეიმზე, 1990 წელს, მსოფლიო საპატრიარქომ განმეორებით აღიარა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია და საპატრიარქო ტიტული.
