დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა
დღეიდან არალეგალი მიგრანტების დასაქმება აიკრძალა. მთავრობის პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქეა. მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელები ვეღარ იმუშავებენ კურიერად, ტაქსის მძღოლად და გიდად. ბიზნესი კი ვალდებული იქნება საკუთარი ვაკანსიები შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემაში ატვირთოს, პარალელურად, დასაქმების სააგენტო ადგილობრივი კადრის ძიებას დაიწყებს და თუკი ვაკანტურ პოზიციაზე მოთხოვნა არ იქნება, ამის შემდეგ შეძლებს დამსაქმებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებაზე განაცხადის გაკეთებას. ეს არის პასუხი იმ გამოწვევაზე, რომლის უკანაც, ქვეყანაში უკანონოდ შემოსული მიგრანტები დგანან.
