ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის წინააღმდეგ აქცია პაკისტანში მსხვერპლით დასრულდა
ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის წინააღმდეგ აქცია პაკისტანში მსხვერპლით დასრულდა. ასობით მომიტინგე კარაჩიში შეერთებული შტატების საკონსულოში შეიჭრა, რასაც ძალოვნებთან შეტაკება მოჰყვა. გავრცელებული ცნობით დაღუპულია 8 და დაშავებულია 20 ადამიანი. ჰამენეის ლიკვიდაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა ერაყში, დემონსტრანტებმა ბაღდადში „მწვანე ზონაში“ შეჭრა, სცადეს სადაც შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა მდებარეობს. აქცია სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალეს.
