ისრაელი აცხადებს, რომ ირანმა თელ-ავივზე მიტანილი იერიშისას ბალისტიკური და კასეტური ბომბები გამოიყენა
ისრაელი აცხადებს, რომ ირანმა თელ-ავივზე მიტანილი იერიშისას ბალისტიკური და კასეტური ბომბები გამოიყენა. ჩამონგრეული და დაზიანებულია 40 შენობა. დაშავებულთა რიცხვი კი 28 მდე გაიზარდა. თავდასხმები იერუსალიმზე, ერბილსა და სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. იერიშები ახლაც გრძელდება, მოსახლეობა თავშესაფარშია გადასული.
