გორის სპორტის სასახლეში, კარატეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა
გორის სპორტის სასახლეში, კარატეში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრებაში 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულ კარატისტებს სიგელები, მედლები და სხვა ჯილდოები გადაეცათ. ამავე დროს, ნაჩვენები შედეგების საფუძველზე დაკომპლექტდა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები, რომელიც მარტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე გამოვა.
