თბილისის ოლიმპიური სასახლეში ორგანიზაცია მაქს ფაით ლიგის მე-14 ღონისძიებაზე, კიკბოქსინგში, MMA-სა და გრეპლინგში 12 დაპირისპირება შედგა
თბილისის ოლიმპიური სასახლეში ორგანიზაცია მაქს ფაით ლიგის მე-14 ღონისძიებაზე, კიკბოქსინგში, MMA-სა და გრეპლინგში 12 დაპირისპირება შედგა. 2026 წლის პირველი ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლებმა წარმატებულად იასპარეზეს. საღამო მთავარი და თანამთავარი ბრძოლებით დაგვირგვინდა. თანამთავარ დაპირისპირებაში გიორგი ქართველიშვილმა უკრაინელ ვლადის ჩეპანსკის პირველივე რაუნდში საბმიშენით მოუგო და წაუგებელი სერია გააგრძელა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში კი რუსლან ბოლქვაძემ ირანელ მოჰსენ ბაღს მესამე რაუნდში ასევე საბმიშენით სძლია და შოუს დამაჯერებელი წერტილი დაუსვა. საღამოზე გამარჯვებები მოიპოვეს ნიკა მუშკუდიანმა, ამირან ნაჭყებიამ, ალიმ მუსტაფაევმა, გიგა ხუფაცარიამ, საბა სოზაშვილმა, მარიამ ტორჩინავამ, ნიკა პაპავამ და ოდილხან კამოლოვმა.
