კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა
კრწანისში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსანტებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკული მეცადინეობა განეხორციელებინათ უშუალოდ საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ტექნიკის გამოყენებით. კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ.
