ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. 15 წლამდე ასაკის ბრალდებულმა, თბილისში, თემქაზე მდებარე პარკში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მოქალაქეს შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, ბრალდებულს კი 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
