ირანმა ორმუზის სრუტე ჩკეტა
ირანმა ორმუზის სრუტე ჩკეტა. ცნობას სააგენტო „როიტერი“ ევროკავშირის საზღვაო მისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს და იტყობინება, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ორმუზის სრუტეში მყოფ გემებს უკავშირდება და გადაადგილების აკრძალვის შესახებ აფრთხილებს. გემები შეტყობინებას რადიოკავშირის საშუალებით იღებენ. ცნობა თეირანს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ორმუზის სრუტე მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნავთობ სატრანსპორტო არტერიაა. რომელიც ყურის უმსხვილეს მწარმოებლებს: საუდის არაბეთს, ირანს, ერაყსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს - ომანის ყურესთან და არაბეთის ზღვასთან აკავშირებს. სწორედ ამ გზით ხორციელდება მსოფლიო ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
