ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის ლიკვიდაციაც დადასტურდა
ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის აბდოლრაჰიმ მუსავის ლიკვიდაციაც დადასტურდა. ირანული მედიის ინფორმაციით, მუსავი ირანის რეჟიმის იმ 30-მდე ლიდერსა და სამხედრო მეთაურს შორის იყო, რომლებიც, ამერიკა-ისრაელის გუშინდელი ერთობლივი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპნენ. მანამდე ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად დაახლოებით 40 ირანელი მაღლაჩინოსანი დაიღუპა. მათ შორის, სავარაუდოდ, არიან ირანის თავდაცვის მინისტრი ამირ ნასირზადე და რევოლუციური გვარდიის მეთაური მოჰამედ პაკპურიც.
