შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ ირანში სამიზნეების განადგურებაა ასახული
შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ, ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც ამერიკული რაკეტების გაშვება და მათ მიერ ირანში სამიზნეების განადგურებაა ასახული. სამხედრო უწყების განცხადებით, ირანი გაფრთხილებულია, რომ არმია შემდგომი ქმედებების შესახებ განკარგულების მოლოდინშია. ამერიკულმა არმიამ ასევე დაადასტურა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის პირველად გამოიყენეს ლუკასის ტიპის დრონები, რომელიც ირანული შაჰედების მიხედვითაა შექმნილი. ოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ისრაელის თავდაცვის ძალებმა, სადაც აღნიშნულია, რომ მორიგი დარტყმები ირანის სარაკეტო მარაგებისა და თავდაცვითი სისტემების წინააღმდეგ არის მიმართული.
