ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილმა
ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 28-ე ტურში გამორჩეული მატჩი ჩაატარა გიორგი გულიაშვილმა. „კასტელონთან“ შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. საქართველოს ნაკრების წევრმა ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, შემდეგ ალვარო მანტილიას გაატანინა, ხოლო 42-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. ქართველი, მოედანზე 67-ე წუთამდე იყო. საბოლოოდ, „რასინგმა“ სადაც გულიაშვილი თამაშობს 3-1 იმარჯვა და უშუალო კონკურენტთან უპირატესობა ოთხ ქულამდე გაზარდა. 53 ქულით გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და მომდევნო ტურში 8 მარტს „კორდობას“ უმასპინძლებს.
