მე-6 დღეა დუმს ბრიტანეთის საელჩო, დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე
მე-6 დღეა დუმს ბრიტანეთის საელჩო, დამოუკიდებელი მედიების მისამართით განხორციელებულ თავდასხმაზე, უარგუმენტო და აბსურდულ ბრალდებებზე. ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში შეჭრა, სამართლებრივადაც, რომ გაუმართლებელია იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტა. ბექა ძამაშვილის თქმით ბრიტანეთის მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ტელევიზია უნდა ინფორმირებული. ხოლო ფორმა, რომლითაც გაერთიანებულმა სამეფომ იერიში ქართულ მედიაზე მიიტანა ემსახურება სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეში ჩარევასა და მედია პლურალიზმის დაზიანებას.
