ირანის სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი ლიკვიდირებულია
ირანის სასულიერო ლიდერი აიათოლა ალი ჰამენეი ლიკვიდირებულია. ის ისრაელისა ამერიკის ერთობლივი იერიშის შედეგად დაიღუპა. ინფორმაცია ოფიციალურმა თეირანმა დაადასტურა და აღნიშნა, რომ უზენანესი ლიდერის ცხედარი ნანგრევებში იპოვეს. ჯერ უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ჰამენეის, თუმცა ცნობილია, რომ გარდამავალ პერიოდს ქვეყნის პრეზიდენტი და კიდევ ორი ადამიანი გააკონტროლებენ. ლიდერის დაღუპვის შემდეგ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ბაზებზე ახალი დამანგრეველი შეტევით ოპერაცია დააანონსა. ღამით ირანმა ამერიკულ ბაზებზე იარიშების მეორე ტალღა გამოაცხადა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ზებგერითი რაკეტები „ფატაჰი“ გაუშვა.
