პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა
პროექტის „დებატები უკეთესი პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართა. პროფესიული სასწავლებლების პედაგოგებს დებატების კლუბის გამოცდილმა ხელმძღვანელებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, დებატების კლუბები თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში შეიქმნა. ასევე განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლებში აქტიურად ისწავლება დებატები, როგორც არჩევითი საგანი
