ახალგაზრდობის სააგენტო 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ატარებს
ახალგაზრდობის სააგენტო 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ატარებს. რუსთავში, სააგენტოს ხელმძღვანელმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს, განსახორციელებელი პროექტები გააცნო. მოგვიანებით, გეგმები რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში შეკრებილ ახალგაზრდებსაც წარუდგინეს. სააგენტო 2026 წელს საინტერესო საგრანტო კონკურსების გამოცხადებას, ახალგაზრდული ბანაკების და აქტუალური ინსპირაციული შეხვედრების ორგანიზებას გეგმავს
