შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივ ოპერაციას ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი ეხმაურება
შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივ ოპერაციას ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი ეხმაურება. „დახმარება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი მამაც ირანელ ხალხს დაჰპირდა, უკვე ადგილზეა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა და მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიული აპარატი და ხოცვა-ჟლეტის მანქანაა და არა თავად ქვეყანა და ირანელი ხალხი. ამ დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება“ - წერს რეზა ფეჰლევი
