„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების პირველი ოფისი გორში გახსნა და შიდა ქართლის მოსახლეობას გორის თეატრში შეხვდა. პარტია 2028 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. პარტია ქვეყნის ნეიტრალურ სტატუსს განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხად, როგორც გარანტს, რომლითაც დაცული იქნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტერესები და მათი განვითარება ნეიტრალური სახელმწიფოს ფარგლებში
