ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ისევ აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა
ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ისევ აკრძალულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე, ვერონა-თელავის მონაკვეთზე, ამლევი-ორბეთის საავტომობილო გზაზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე, კურორტი გოდერძი-უტყისუბნის მონაკვეთზე, კალა-უშგულისა და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე. მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა დასაშვები სოფ. ალგეთი-აიაზმას მონაკვეთზე.ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის მონაკვეთებზე, ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის გზებზე, საჩხერე-ონის გზაზე, ნაქერალას უღელტეხილზე
