თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს
თაღლითობის ბრალდებით, ბათუმში ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ათეულობით მოქალაქის კუთვნილ თანხა თაღლითურად მიითვისა. მათ საზღვარგარეთ ტურების დაგეგმვას დაჰპირდა, რაც არ შეასრულა. ზარალი კი ჯამში 218 427 ლარია
