პაპუაშვილი: 4 წლის წინ უკრაინის მაშინდელმა პრემიერმა მოითხოვა, საქართველოს ხელისუფლებას დაეორგანიზებინა მოხალისეების გაგზავნა - იმ დღეს დავინახეთ, რამდენიმე ათასი ქართველი მზად არის უცხოს მითითებით ქვეყანა საომარ პოლიგონად გადააქციოს
4 წლის წინ უკრაინის მაშინდელი პრემიერი მოითხოვდა საქართველო ომში ჩაბმულიყო და ქვეყანას და უკრაინაში მოხალისეები გაეგზავნა. პარლამენტის თავმჯდომარე 2022 წლის 28 თებერვალს იხსენებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, იძულებითი მოთხოვნა, მე-5 კოლონამ, ანუ ქართულმა ოპოზიციამ შეასრულა. როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით ადამიანი, საკუთარი მთავრობისგან ითხოვდა უცხო ქვეყნის მთავრობას დამორჩილებოდა
