სატელევიზიო ეთერში დაბრუნებულმა დებატებმა რადიკალებსა და მათ პატრონებს სიტუაცია გაურთულათ
სატელევიზიო ეთერში დაბრუნებულმა დებატებმა, რადიკალებსა და მათ პატრონებს სიტუაცია გაურთულათ. საგნობრივი დისკუსიისთვის არგუმენტები არ აქვთ, რის გამოც დახმარების ხელი ისევ გარე ძალებმა გამოუწოდეს და იმით დაეხმარნენ,რომ თავისუფალ მედიას დაესხნენ თავს. 5 დღის წინ გაჟღერებულ უარგუმენტო ბრალდებებზე, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიური უწყება დუმს, ბრიტანეთის ელჩი არც კამერებთან ჩნდება და არც წერილობით გვპასუხობს. დიდი ბრიტანეთის ე.წ. სადამსჯელო ოპერაცია, ტელეკომპანია „იმედს“,უკრაინაში დესტაბილიზაციის მოწყობას და მისი ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის ქვეშ დაყენებას აბრალებს
